რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსი 960 სამხედრო​ს დაუდასტურდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსი 960 სამხედრო​ს დაუდასტურდა

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსით თითქმის ათასი სამხედროა ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული მასობრივი ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 960 სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 327 მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტლებში გადის. 217 იზოლატორებში, 408 ჯარისკაცი სახლებშია იზოლირებული, რვა ინფიცირებული კი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

„კოვიდ-19“-ითვინფიცირებულ სამხედროებს შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

ამას გარდა, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების 1041 კურსანტს.

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის 99 399 შემთხვევა, გარდაიცვალა 972 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 10 286 ადამიანი.