რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ჰიპერზებგერითი რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ჰიპერზებგერითი რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო

რუსეთში განაცხადეს, რომ ახალი ჰიპერზებგერითი რაკეტა „ავანგარდი“ 2019 წლიდან შეიარაღებული ძალების განკარგულებაში იქნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო. „ავანგარდის“ პირველ გაშვებას თვალს რუსეთის პრეზიდენტი პირადად ადევნებდა.

„ეს არის „საუკეთესო საჩუქარი ქვეყნისთვის საახალწლოდ“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა..

მისივე თქმით, რაკეტის გამოყენებას სამხედროები მომავალი წლიდან შეძლებენ.

რაკეტა „ავანგარდი“ ახალი მაღალტექნოლოგიური რუსული იარაღია, რომლის შექმნაც რუსეთის პრეზიდენტმა მარტში დააანონსა.