რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გადავწყვიტეთ სამხედრო აქტივობის რადიკალურად შემცირება კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით საომარ მოქმედებებს მკვეთრად ამცირებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის თაობაზე შეთანხმების მომზადება, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ მოლაპარაკებები პრაქტიკაში ხორციელდება, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთნდობის გაზრდისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოთ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად გადაწყვიტა სამხედრო აქტივობის რადიკალურად შემცირება კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, – განაცხადა ფომინმა.