რუსეთის თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნის შესახებ ტელეფონით ესაუბრა
რუსეთის თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნის შესახებ ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აზერბაიჯანელ კოლეგას, საქირ ჰასანოვს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნის შესახებ ტელეფონით ესაუბრა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ წვრთნა არის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების რუტინული შემოწმება და არ უკავშირდება კავკასიის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს.

რუსეთი სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქებში მასშტაბურ წვრთნას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაციის ფონზე მართავს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედრო სწავლებაში ჩართულია 150 ათასამდე ჯარისკაცი 400 ერთეული ავიატექნიკა.