რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს
რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ვლადიმერ კოლოკოლცევი, დელეგაციასთან ერთად, გაერო-ს წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპირებდა გამგზავრებას. თუმცა, მას და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრს აშშ-ის ვიზებზე უარი ეთქვათ.

გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვალერი ნებეზნიამ მომხდარს „გაერო-ს შტაბ-ბინების შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევა უწოდა“.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოხვდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის შავ სიაში. აშშ-მა კოლოკოლცევი სასანქციო სიაში ჯერ კიდევ 2018 წელს, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო შეიყვანა.