რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის ყველა ფრონტზე წინ მიიწევს
რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის ყველა ფრონტზე წინ მიიწევს

რუსეთი უკრაინის ყველა ფრონტზე წინ მიიწევს, – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

გერასიმოვმა უკრაინაში რუსეთის ჯარების მიერ დაკავებული პოზიციები დაათვალიერა და განაცხადა, რომ მათი შეიარაღებული ძალები ყველა ფრონტზე წინ მიიწევენ.

მისივე თქმით, რუსეთის ჯარები პროგრესს აღწევენ აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში, კონფლიქტის ცენტრალურ წერტილში, და უფრო დასავლეთით, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

„ჩვენი ჯარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ. ყველაზე მძიმე ბრძოლები კრასნოარმეისკის მიმართულებით მიმდინარეობს, სადაც მტერი, ნებისმიერი საშუალებით და დანაკარგების გათვალისწინების გარეშე, წარუმატებლად ცდილობს ჩვენი წინსვლის შეჩერებას“, – განაცხადა გერასიმოვმა.