რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 12 000 სამხედრო შევიდა
კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 12 000 სამხედრო შევიდა, – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, „ახმატის“ სპეცდანიშნულების მეთაურმა, აპტი ალაუდინოვმა განაცხადა.
„რა ვუთხრა ვადაგადაცილებულ ზელეს. შენი 11 600 თუ 11 900 ადამიანის, ტანკებისა და აღჭურვილობის რაოდენობამ, რომელიც ჩართული იყო, დავალება ვერ შეასრულა“, – აცხადებს ალაუდინოვი.
მისივე თქმით, მათ შორის, ვინც კურსკის რეგიონში შევიდა, იყვნენ დაქირავებული პირებიც.