რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულმა მარია ბუტინამ ბრალი აღიარა
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულმა მარია ბუტინამ ბრალი აღიარა. კერძოდ, საუბარია აშშ-ისთვის ზიანის მიყენების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მარია ბუტინამ სასამართლოში დაადასტურა, რომ შეთქმულებაში 2015 წლიდან 2018 წლის დასაწყისამდე იღებდა მონაწილეობას.
ბუტინას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან 250 000 დოლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება ემუქრება.
მომდევნო მოსმენა 2019 წლის 12 თებერვალს გაიმართება. მარია ბუტინა 2018 წლის ივლისში აშშ-ში დააკავეს. მას უცხო ქვეყნის ჯაშუშობა და შეთქმულებაში მონაწილეობა ედება ბრალად.