რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა

13:58, 19.07.2026

რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა.

საელჩოს შენობიდან 200-250 მეტრში, ლუკიანოვსკაიას მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს ჩამოვარდნილი რაკეტის აფეთქებამ ფანჯრები ჩაამსხვრია და ჭერი დააზიანა. საელჩოს თანამშრომლებს შორის არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაციული შენობა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენჯერმე დაზიანდა.

მსგავსი