რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
უკრაინული მედია ანალიტიკურ პროექტ „დიფ სთეითზე“ დაყრდნობით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ლოზოვია, ივანოვკა და შევჩენკო.
77-ე ბრიგადის ჯარისკაცმა, ვიქტორ პეტროვიჩმა განაცხადა, რომ რუსული საოკუპაციო ძალები აგროვებენ ძალებს და ცდილობენ, აღადგინონ ტექნიკა ხარკოვის რეგიონში.
„დიფ სთეითის“ მონაცემებით, რუსეთს არმია ცდილობს წინსვლას იზიუმის რაიონის დაბა ნოვაია კრუგლიაკოვკაში.
პარალელურად, უკრიანული მედია იუწყება, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.
რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქვეითი ჯარი შეინიშნება ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილოეთ გარეუბნებში.