რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის რეგიონში, კრივოი როგის რაიონზე „ურაგანის“ სარაკეტო სისტემით განხორციელებული იერიშის შედეგად ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი კი, დაშავდა.

„ურაგანის“ სისტემით დაბომბეს რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონის ქალაქი ჩუგუევი. სარაკეტო დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რომელიც დაბომბვის დროს საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი პოზიციების გამაგრებას უკრაინის სამხრეთში და ამზადებენ კონტრშეტევას ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მისასვლელად.