რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ ხუთი სარაკეტო და 25 საავიაციო შეტევა განახორციელეს, ასევე 30-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული სარაკეტო სისტემებიდან.

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაში შეტევა განახორციელეს უპილოტო თვითმფრინავებით.

რუსეთი არმიის სამიზნე გახდა დონეცკის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონები.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიასთან 62 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის არმია შეტევას ახორციელებს მარინკის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე.