ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები სევეროდონეცკის ცენტრალურ რაიონებში შევიდნენ
ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები სევეროდონეცკის ცენტრალურ რაიონებში შევიდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრალურ რაიონებში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

გაიდაი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ავიაციით „აზოტის“ ტერიტორია დაბომბეს, რის შედეგადაც ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა.

„31 მაისს ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს სევეროდონეცკის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ რაიონებში და ქალაქის ცენტრში შევიდნენ. გარდა ამისა, რუსები ცდილობენ, განდევნონ ჩვენი ჯარის ნაწილები თავიანთი პოზიციებიდან ბელოგოროვკასა და ვრუბოვკას რაიონებში. მათ გამოიყენეს მოიერიშე და საარმიო ავიაცია კომიშევახისა და ნირკოვის რაიონებში“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.