რუსეთის საოკუპაციო არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ოთხმა კი სხეულის დაზიანება მიიღო
რუსეთის საოკუპაციო არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ოთხმა კი სხეულის დაზიანება მიიღო

რუსეთის საოკუპაციო არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ოთხმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ქალაქ ხერსონში 20-მდე ჭურვი საცხოვრებელ ზონაში ჩავარდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონი ნაღმმტყორცნებით, არტილერიით, ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბეს. რუსეთის არმიის დაბომბვის სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის რეგიონიც.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, დონეცკის რეგიონში, ქალაქ ავდეევკის მიმართულებით რუსეთი სამხედრო ძალების გადაჯგუფებას ასრულებს და ემზადება მასიური თავდასხმის მესამე ტალღისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, წინა ორზე ძლიერი იქნება. ამჟამად ავდეევკასთან, სულ მცირე, 40 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

პარალელურად, უკრაინის მედია წერს, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ავდეევკის მიმართულებით ახლა 25 პროცენტით მეტია, ვიდრე ბახმუტზე თავდასხმის დროს იყო.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, რუსი ოკუპანტები რთულ ამინდში აძლიერებენ შეტევას და ცდილობენ ინიციატივის მოპოვებას რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.