რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოვიდნენ ინიციატივით, რომ უკრაინის ომში მონაწილეებს უკრაინის აღმოსავლეთში მიწა უსასყიდლოდ გადასცენ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოვიდნენ ინიციატივით, რომ უკრაინის ომში მონაწილეებს უკრაინის აღმოსავლეთში მიწა უსასყიდლოდ გადასცენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოვიდნენ ინიციატივით, რომ უკრაინის ომში მონაწილეებს უკრაინის აღმოსავლეთში მიწა უსასყიდლოდ გადასცენ. ამ ინიციატივის ავტორი პარტია „როდინას“ ლიდერი ალექსეი ჟურავლიოვია.

ინფორმაციას გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

„მე დაჟინებით ვითხოვ, რომ ამოქმედდეს პროგრამა „აღმოსავლეთ უკრაინული ჰექტარი“, რომლის ბენეფიციარებიც შეიძლება იყვნენ რუსეთის სპეცოპერაციის მონაწილეები. სხვათა შორის, უკვე დღეს რუსეთის ფართობი გაზრდილია 100 მილიონი ჰექტარით და ამ მიწის დამუშავება ჩვენი გამარჯვების შემდეგ ვინმეს მაინც მოუწევს. გამოვდივარ წინადადებით, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ტერიტორიების განაწილებაში ჩართულები იყვნენ ისინი, ვინც ამ მიწების გათავისუფლებაში უშუალოდ მონაწილეობდა“, – განაცხადა პარტია „როდინას“ ლიდერმა.

უკრაინის კანონმდებლობით, რუსეთის სამხედროებისა და პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი მიწები დროებით ოკუპირებულად არის გამოცხადებული.