რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება, რომელიც პირველად მოიცავს ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებს, ასევე ანექსირებულ ყირიმს
რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება, რომელიც პირველად მოიცავს ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებს, ასევე ანექსირებულ ყირიმს

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

არჩევნები პირველად მოიცავს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებულ რეგიონებსაც, ისევე როგორც ანექსირებულ ყირიმს.

მეცხრე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 3-დღიანი იქნება და 20 სექტემბერს დასრულდება. ამავე დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება რეგიონული და მუნიციპალური არჩევნებიც. ქვეყნის 33 რეგიონში დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა იმოქმედებს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ 17 პარტიას აქვს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია დღეიდან, 16 ივნისიდან იწყება.