რუსეთის სახელმწიფო დუმამ ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება განახორციელა, 16 აპრილს კი მას ფედერალური საბჭო განიხილავს
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება განახორციელა. 16 აპრილს კი მას ფედერალური საბჭო განიხილავს.
შეთანხმებას 17 იანვარს მოსკოვში ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.
დოკუმენტი მომდევნო 20 წლის ვადით მოსკოვსა და თეირანს შორის თავდაცვის, ტერორიზმთან ბრძოლის, ენერგეტიკის, ფინანსური სექტორის, ტრანსპორტირების, მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად. შეთანხმების ძირითადი დებულებები ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარებას. ასევე, თუ ერთ-ერთ ქვეყანას თავს დაესხმებიან, მეორემ დახმარება არ უნდა გაუწიოს აგრესორს. ისინი ასევე თავს შეიკავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ მესამე ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებში მონაწილეობისგან.
რუსეთიდან ირანში გაზსადენი აზერბაიჯანის ტერიტორიით გაივლის. როგორც მედია წერს, მხარეები გეგმავენ, შექმნან მესამე ქვეყნებისგან დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემა, დაინტერესებული არიან მშვიდობიანი მიზნებით ატომურ პროექტებში თანამშრომლობით და ბირთვული ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობით.