რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს
რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი ამ კვირაში გაემგზავრება აშშ-ში და მოსკოვში „მომდევნო კვირების განმავლობაში“ დაბრუნდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს, ჯონ სალივანს კონსულტაციებისთვის აშშ-ში გამგზავრება შესთავაზა.