რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უარს არ ამბობენ უკრაინის საკითხის პოლიტიკურ დარეგულირებაზე, თუმცა არა კიევის პირობებით
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უარს არ ამბობენ უკრაინის საკითხის პოლიტიკურ დარეგულირებაზე, თუმცა არა კიევის პირობებით

რუსეთის საგარეო უწყებაში უარს არ ამბობენ უკრაინის საკითხის პოლიტიკურ დარეგულირებაზე, თუმცა არა კიევის პირობებით, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ უარყოფს მოლაპარაკების ვარიანტს და კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას, უკრიანის ხელისუფლების მიერ წამოყენებულ პირობებზე ლაპარაკს არ ვაპირებთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია კიევისა და მისი დასავლელი კურატორების მზადყოფნაზე, წამოვიდნენ ნამდვილ პოლიტიკურ-დიპლომატიურ გადაჭრაზე“, – განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

ამასთან, გალუზინმა მიუღებელი უწოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას, რომელმაც რუსეთს მოუწოდა, კეთილი ნების ჟესტის სახით, უკრაინის ტერიტორიიდან საშობაოდ რუსული ჯარი გაიყვანოს.