რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი კონფლიქტის გადაჭრის გზად საზღვრების დელიმიტაციას მიიჩნევენ
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი კონფლიქტის გადაჭრის გზად საზღვრების დელიმიტაციას მიიჩნევენ

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი კონფლიქტის გადაჭრის გზად საზღვრების დელიმიტაციას მიიჩნევენ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მოსკოვში აცხადებენ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას, „ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსავლად ვხედავთ ორ ქვეყანას შორის საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესის დაწყებას. რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის შემდგომ ნორმალიზაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 12 მაისს სომხეთში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სინიუქის რაიონში სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს. ამის გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა. ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების ნაწილი ჯერ კიდევ რჩება სომხეთის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანში სომხეთის ბრალდებას უარყოფენ.