რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მზადდება მემორანდუმი, რომელშიც განისაზღვრება უკრაინის საკითხის დარეგულირების პრინციპები და სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლო ვადები
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მზადდება მემორანდუმი, რომელშიც განისაზღვრება უკრაინის საკითხის დარეგულირების პრინციპები და სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლო ვადები

რუსეთი ამზადებს მემორანდუმს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც განისაზღვრება უკრაინის საკითხის დარეგულირების პრინციპები და შესაძლო ვადები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, შეაფერხოს სამშვიდობო პროცესი.

„რუსეთი განაგრძობს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმის პროექტის შემუშავებას, რომელშიც განისაზღვრება რიგი პოზიციები, როგორიცაა დარეგულირების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლო ვადები, ცეცხლის შეწყვეტა განსაზღვრულ პერიოდში შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში. როგორც კი მემორანდუმი მომზადდება – და მინდა, აღვნიშნო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პრაქტიკულად ყოველდღიურად კომენტარს აკეთებს დამუშავების პროცესზე – ის გადაეცემა კიევს. იმედი გვაქვს, რომ უკრაინული მხარე ასევე მუშაობს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ზახაროვამ.