რუსეთის საგარეო უწყება -  ვიმედოვნებთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობა წინა ხელისუფლებაზე პასუხისმგებლიანი და ადეკვატური იქნება
რუსეთის საგარეო უწყება - ვიმედოვნებთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობა წინა ხელისუფლებაზე პასუხისმგებლიანი და ადეკვატური იქნება

რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობა აღმოჩნდება უფრო პასუხისმგებლიანი და ადეკვატური, წინა რეჟიმის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინის ახალი მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინის ახალ ხელისუფლებას მისი პრაქტიკული ნაბიჯების მიხედვით შეაფასებს.

„მოსკოვში ყურადღებით აკვირდებიან უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და იმედოვნებენ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობა აღმოჩნდება უფრო პასუხისმგებლიანი და ადეკვატური, წინა რეჟიმის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარყო.

უკრაინის ხელისუფლებაში მოსული ახალი ხელმძღვანელობის შეფასება მოხდება მისი პრაქტიკული ნაბიჯებით და მომავალი საქმიანობის შედეგებით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

29 აგვისტოს უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესმა რადამ პირველ სხდომაზე ალექსეი გონჩარუკის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა. ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა და ფინანსთა მინისტრმა, ოქსანა მარკაროვამ.