რუსეთის საგარეო უწყება - გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება არამეგობრული ნაბიჯია და რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს
რუსეთის საგარეო უწყება - გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება არამეგობრული ნაბიჯია და რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს

გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება არამეგობრული ნაბიჯია და რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ რუსულ მედიას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ბერლინის გაუმართლებელმა გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით გერმანიას პოლიტიზებული მიდგომა აქვს.

„გერმანული მხარის მიერ ბერლინში, რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევებას უსაფუძვლო და არამეგობრულ ნაბიჯად განვიხილავთ. გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიტიზებული მიდგომა მიუღებელია. იძულებული ვართ, მივიღოთ საპასუხო კომპლექსური ზომები“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.