რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი გამოიძახეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი გამოიძახეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი გამოიძახეს. რუსული მედიის ცნობით, „ქვეყნის საგარეო უწყებაში აზერბაიჯანის ელჩის დაბარება ბაქოში არამეგობრულ ქმედებებს და ჟურნალისტების უკანონო დაკავებას უკავშირდება“.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბაქოში, რუსული საინფორმაცია სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში პოლიცია შევიდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა დააკავეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც სააგენტო „სპუტნიკში“ მუშაობდნენ.