რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეასა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეასა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განცხადება მოსკოვში სამხრეთ კორეის ელჩთან, ლი სოკ ბესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას გამოცემა „ტასი“ ავრცელებს.
„რუსულმა მხარემ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა სეულის ნატო-სკენ მზარდი მისწრაფების გამო, რასაც სხვა საკითხებთან ერთად ადასტურებს კორეის რესპუბლიკის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა შედეგები საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, – აღნიშნული განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის ნატო-ს გადაიარაღების პროცესში კორეის რესპუბლიკის ჩართულობა მიუღებელია. სამინისტროს ცნობით, მიზეზი ალიანსის მიერ რუსეთთან ომისთვის მზაობის ღიად გამოცხადებაა.