რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები უარესდება, თუმცა მოსკოვი არ აპირებს კონფლიქტში შესვლას ალიანსის წევრ ქვეყანასთან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები უარესდება, თუმცა მოსკოვი არ აპირებს კონფლიქტში შესვლას ალიანსის წევრ ქვეყანასთან

რუსეთში აცხადებენ, რომ ნატო-სთან დიალოგის შესაძლებლობა ნულზეა, მაგრამ ისინი არ ისწრაფვიან ღია კონფლიქტისკენ.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები უარესდება, თუმცა მოსკოვი არ აპირებს კონფლიქტში შესვლას ნატო-ს წევრ ქვეყანასთან.

ნატო-ს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გრუშკომ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ურთიერთობები მიზანმიმართულად უარესდება და მოსკოვსა და ალიანსს შორის დიალოგის ყველა არხი ვაშინგტონმა და ბრიუსელმა კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანეს.

„არის თუ არა სამხედრო ბლოკი მზად რუსეთთან ღია კონფლიქტისთვის? Ეს თავად ნატო-ს წევრებს უნდა ჰკითხოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ალიანსის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით ასეთი განზრახვები არ გვაქვს“, – განაცხადა გრუშკომ.