რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აშშ-ში იმყოფებოდა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აშშ-ში იმყოფებოდა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აშშ-ში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია Politico-მ გაავრცელა.

სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა, ვაშინგტონში სერგეი ნარიშკისნი ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ნარიშკინი აშშ-ის მიერ შედგენი „შას სიაში ფიგურირებს“ და მის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს.

ნარიშკინის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რუსეთში აშშ-ის ელჩმა ანატოლი ანტონოვმაც დაადასტურა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ვაშინგტონში გასულ კვირას ჩავიდა და ამერიკელ კოლეგებთან კონსულტაციები გამართა.

დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი ეჭვობს, რომ ნარიშკინი აშშ-ში მარტო არ ჩასულა. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ რაც შეძლება მალე უნდა გაასაჯაროოს, თუ რომელ ამერიკელ მაღალჩინოსნებს შეხვდა ნარიშკინი.