რუსეთის საგარეო დაზვერვა - რუსეთისა და აშშ-ის სადაზვერვო სამმართველოების ხელმძღვანელებმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს, სერგეი ნარიშკინსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, ჯონ რეტკლიფს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამერიკული და რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, გამართონ რეგულარული კონტაქტები საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის, ასევე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონფრონტაციის შესამცირებლად.
სერგეი ნარიშკინმა და ჯონ რეტკლიფმა საერთო ინტერესების მიმართულებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლობის და კრიზისული სიტუაციების დარეგულირების საკითხები განიხილეს.