რუსეთის საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ერთი „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს

19:22, 11.02.2018

რუსეთის საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ერთი „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს.

პარალელურად საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამგზავრო ლაინერის მგზავრების და ეკიპაჟის წევრების სრული სიაც.

შეგახსენებთ, რომ „როსტოვის ავიახაზების“ კუთვნილი ლაინერი დღეს დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან ორსკში მიემგზავრებოდა.

ბორტზე მყოფი 71 ადამიანი დიაღუპა. კატასტროფის ადგილზე რჩებიან მაშველები, რომლებიც დაღუპულების ცხედრებს ეძებენ.

რუსეთის პრემეირ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოიძიებს. დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა რუსეთს პრეზიდენტმა.

მსგავსი