რუსეთის საფეხბურთო კავშირის წევრს, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი შეეყარა
ორშაბათს, 2 მარტს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, რომელიც იტალიაში დასასვენებლად იმყოფებოდა. რუსული პრესის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 2020 წლის 21 თებერვალს გახდა ავად.
როგორც ირკვევა, ავადმყოფი გახლავთ რუსეთის საფეხბურთო კავშირის წევრი და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის „მეგამუჟიკის“ მოთამაშე დავით ბეროვი. ის მოსკოვში ჰოსპიტალშია მოთავსებული.
პაციენტის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, ავადმყოფობა მას იოლ ფორმებში ჩამოუყალიბდა.