რუსეთის რაგბის ფედერაცია მორაგბეების მოძიებას დაღესტანში გეგმავს
რუსეთის რაგბის ფედერაცია მორაგბეების მოძიებას დაღესტანში გეგმავს

რუსეთის რაგბის ფედერაციის სარეზერვო გუნდის მწვრთნელმა სერგეი ლისკომ მორაგბეთა სელექციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, რუსეთის რაგბის ფედერაციას აქვს სურვილი, რომ სხვა სპორტის სახეობით დაინტერესებული ათლეტები რაგბით დააინტერესონ. ლისკომ აღნიშნული იდეა კოლეგებს რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გააცნო და განაცხადა, რომ 2020 წლის აგვისტოში სამუშაო ჯგუფი დაღესტანში ჩასვლას გეგმავს, სადაც მოჭიდავეებს დააკვირდება.

„ფედერაციის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაღესტნის წამომადგენელი ესწრებოდა და ჩვენ მას სამომავლო გეგმები გავაცანით. მიმდინარეობს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ ზაფხულში ჩავიდეთ დაღესტანში და დავაკვირდეთ ადგილობრივ მოაჭიდავეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, შეიცვალონ პროფესია და რაგბიში სცადონ ბედი“.