რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო
რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო

რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო.

პირველი დემონსტრაციები ხაბარკოვსკის მხარეში გაიმართა, სადაც სპეცდანიშნულების რაზმმა ათობით ადამიანი დააკავა. აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს ვლადივოსტოკშიც. პოლიციამ რეზინის ხელკეტები გამოიყენა.

ნავალნის შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამართლდამცავები უხეშად ეპყრობიან დემონსტრანტებს და ადგილი აქვს ძალის გადამეტებას.

რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერების ინფორმაციით, დემონსტრაციები დღეს რუსეთის 65 ქალაქში გაიმართება. მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. სამართალდამცავები რუსთის დედაქალაქში პუშკინის მოედანზე უკვე მობილიზებულები არიან.

აქციები ორგანიზატორები ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის ბერლინიდან სამშობლოში დაბრუნდა. ბერლინში ნავალნი სამხედრო პარალიტიკური შხამით მოწამვლის შემდეგ ხუთი თვე მკურნალობდა. რუსი ოპოზიციონერი მის მოწამვლაში რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს.