რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ავტობუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ავტობუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ავტობუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. როგორც რუსული მედია წერს, დაღუპული ქალია, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

სხვადასხვა ცნობით აფეთქების დროს ავტობუსში 35 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეცსამსახურები. მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქდა გაზის ავზი, თუმცა სხვა წყაროები აცხადებენ, რომ ავტობუსში გაზის ავზი საერთოდ არ იყო.