რუსეთის ქალაქ ტუაფსეში დრონით თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში დრონით თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში დრონით თავდასხმის შედეგად რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია პორტის ტერიტორიაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, თავდასხმის შედეგად ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სამი ავზი დაიწვა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში, რომელიც სპეციალიზირებულია ნავთობის პირველად გადამუშავებაზე. ის ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ნაწილია.

ქარხნის წლიური ნავთობგადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 12 მილიონი ტონაა და მისი ძირითადი პროდუქტებია ნავთობის დისტილატები, მაზუთი, დიზელის საწვავი და საავიაციო ნავთი, რომლის 90 პროცენტი ექსპორტზე გადის.