რუსეთის ქალაქ ტუაფსეში დრონით მორიგი თავდასხმის შედეგად ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში დრონით მორიგი თავდასხმის შედეგად რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა.
როგორც „როიტერი“ წერს, დრონებით თავდასხმის გამო ტუაფსეს ქარხანას მუშაობა 16 აპრილიდან აქვს შეჩერებული.
ტუაფსეს ქარხანა ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა რუსეთში, რომელიც სპეციალიზირებულია ნავთობის პირველად გადამუშავებაზე. ის ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ნაწილია. ქარხნის მიერ ნავთობის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 12 მილიონი ტონაა და მისი ძირითადი პროდუქტებია ნავთობის დისტილატები, მაზუთი, დიზელის საწვავი და საავიაციო ნავთი, რომლის 90 პროცენტი ექსპორტზე გადის.