რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის სამხედრო საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის სამხედრო საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საწყობში, რომელიც ქარხანა „კრასმაშს“ ეკუთვნის, ცეცხლი 24 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.
„კრასმაში“ წყალქვეშა ნავებისთვის საჭირო ბალისტიკურ რაკეტებს „სარმატსა“ და „სინევას“, ასევე რაკეტის გადამტანების „ზენიტისა“ და „პროტონის“ ზედა საფეხურის საბაზისო მოდულებს აწარმოებს.