რუსეთის ქალაქ იაროსლავლში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

22:23, 21.08.2020

რუსეთის ქალაქ იაროსლავლის საცხოვრებელ სახლში აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქება 10-სართულიან საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად მეხუთედან მესამე სართულის ჩათვლით დანგრეულია ბინები. მიმდინარეობს მცხოვრებლების ევაკუაცია.

მსგავსი