რუსეთის ქალაქ ფრიაზინოში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობაში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ ფრიაზინოში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობაში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ქალაქ ფრიაზინოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „პლატანის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შენობაში ხანძრის დროს ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. დანარჩენი ექვსი ადამიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე 130 მაშველი და 50 ტექნიკა მუშაობდა, მათ შორის, ორი სახანძრო ვერტმფრენი.