რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. კიევი და მოსკოვი აფეთქებებში ერთმანეთს სდებენ ბრალს,- ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ბელგოროდის ოლქის უფროსის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გასულ ღამით ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

გლადკოვის თქმით, საერთო ჯამში 11 მრავალსართულიანი და 30 კერძო სახლი დაზიანდა, რომელთაგან 5 სრულად არის განადგურებული. გასულ ღამესვე, კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სამწუხაროდ განსხვავებული ვითარებაა ბელგოროდში. მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილი და დაშავებული მოქალაქეები, განადგურებულია მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები“, – განაცხადა რომან სტაროვოიტმა.

უკრაინული მხარის მტკიცებით, ბელგოროდში მრავალსართულიან სახლს რუსული რაკეტის „პანცირის“ ნამსხვრევები მოხვდა.

რუსმა სენატორმა, ანდრეი კლიშასმა მომხდარს უკრაინის მხრიდან პირდაპირი აგრესია უწოდა და ყველაზე მკაცრი, მათ შორის სამხედრო პასუხის გაცემა მოითხოვა.