რუსეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას წარუდგინა
რუსეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას განსახილველად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვისას რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები იქნებიან საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეები ანდრეი კლისასი, პაველ კრაშენინიკოვი და ტალია ხაბრიევა.

რუსეთის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით 15 იანვარს გამოვიდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტისა და სახელმწიფო საბჭოს როლის გაძლიერებას, ასევე პრეზიდენტის პოსტისა და სხვა მაღალი თანამდებობების დაკავების მსურველთათვის კრიტერიუმების გამკაცრებას ითვალისწინებს. იმავე დღეს, პუტინის განკარგულებით საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

დატოვე კომენტარი