რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია.

ეს განცხადება ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ბევრმა რესპუბლიკამ უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწა და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო.

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ ბევრმა სახელმწიფომ თან გაიყოლა რუსი ხალხის საჩუქრები.

ამასთან, პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოს ან მიწას გულისხმობს. მან თქვა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცედურა გაწერილი არ ყოფილა.