რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში ომის განახლების რისკი არსებობს
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში ომის განახლების რისკი არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში ომის განახლების რისკი არსებობს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი შეშფოთებულია, რომ კიევი შესაძლოა, პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს და უკრაინაში ომის განახლება გამოიწვიოს.

„ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას მზარდი დაძაბულობის გამო, რომ ამა თუ იმ გზით, უკრაინული მხარე შესაძლოა, პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ მსურს ამის ნახვა“, – თქვა პესკოვმა.