რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ასევე განიხილეს ირანის გარშემო არსებული სიტუაცია და ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
კრემლის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურებმა ასევე დაადასტურეს შეთანხმება, გააგრძელონ პირადი კონტაქტები და თანამშრომლობა თვიანთ ადმინისტრაციებს, სადაზვერვო სააგენტოებსა და სხვა უწყებებს შორის.
რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, მიაწოდოს ნავთობი და ნავთობპროდუქტები ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს.
მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსული დიზელის საწვავის გაყიდვასთან, მიწოდებასთან, გადატვირთვასა და იმპორტთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, მათ შორის შეერთებულ შტატებში იმპორტი, 7 აპრილამდეა დაშვებული.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.