რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და უკრაინის კურატორმა თანამდებობა დატოვა
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და უკრაინის კურატორმა თანამდებობა დატოვა.
ოლეგ გოვორუნი კრემლში საზღვრისპირა თანაშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებას უწევს ზედამხედველობას.
გოვორუნი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, ვლადისლავ სურკოვის ერთ-ერთ მეგობრად სახელდება. რუსული სააგენტო „ერბეკას” ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებაზე გოვორუნის საქმიანობასთან დაკავშირებით ბოლო დროს კრემლში პრეტენზიები გაჩნდა.
სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ ოლეგ გოვორუნი ოჯახური მდგომარეობის გამო გადადგა.