რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში უკრაინელი სამხედროების აქტიურობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში უკრაინელი სამხედროების აქტიურობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში უკრაინელი სამხედროები კვლავ აქტიურები არიან, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, თავიდან აიცილოს უკრაინელი მებრძოლების შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე. დივერსანტების ეთნიკურობის შესახებ შეკითხვაზე პესკოვმა აღნიშნა, რომ „ისინი არიან უკრაინელი მებრძოლები უკრაინიდან.”

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.

„რა თქმა უნდა, გუშინ მომხდარი ღრმა შეშფოთებას იწვევს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეს მცდელობები გრძელდება და ასევე, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რათა მომავალში მსგავსი შეღწევა არ მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.