რუსეთის პრეზიდენტი ვიეტნამში ჩავიდა - ეკონომიკური სამიტის ფარგლებში შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს შეხვდეს
რუსეთის პრეზიდენტი ვიეტნამში ჩავიდა - ეკონომიკური სამიტის ფარგლებში შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვიეტნამში ჩავიდა, სადაც აზია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

გავრცელებული, თუმცა ამ დრომდე დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

თეთრი სახლი და კრემლი ამ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ.
პუტინი და ტრამპი ერთმანეთს 2017 წლის ივლისში, გერმანიაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.