რუსეთის პირველი ლიგის ქართველი ბომბარდირი - კვარაცხელია ჯერ ქინქლაძე არაა, მაგრამ მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აქვს #1TVSPORT
რუსეთის პირველი ლიგის ქართველი ბომბარდირი - კვარაცხელია ჯერ ქინქლაძე არაა, მაგრამ მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აქვს #1TVSPORT

რუსეთის პირველი ლიგის ნიჟნეკამსკისნეფტეხიმიკის“ თავდამსხმელმა მერაბი ურიდიამ Metaratings-სთან „რუბინის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

კვარა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია? – რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, ნიჟნეკამსკისნეფტეხიმიკის“ ქართველმა კაპიტანმა ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი გასცა.

„ამ დროისთვის, საუკეთესოა. ჯერ შორსაა იმ ქინქლაძის დონისგან, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ პრემიერლიგაში თამაშობდა. მაგრამ ამ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აქვს. თუ ის ძლიერ ჩემპიონატში წავა და იქ მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში მაღალ დონეს აჩვენებს, მაშინ მათი შედარება შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, „მილანი“ ხვიჩას თამაშის სტილითაც შეეფერება და – ისტორიითაც. ვფიქრობ, კალაძეს შეუძლია კლუბის ხელმძღვანელობაში თავის მეგობრებს კვარაცხელია კარგად დაუხასიათოს. რაშია ხვიჩა განსაკუთრებით ძლიერი? მისი დრიბლინგი ემყარება ბურთის მუდმივ ფლობას. მაღალ დონეზე ამის შესრულება ძალიან რთულია. მას, მესის მსგავსად, ბურთი სულ ფეხქვეშ აქვს, სხვაობა ისაა, რომ მარჯვენათი თამაშობს. ამით ის მესის ჰგავს“, – ამბობს ურიდია.

ურიდია ნიჟნეკამსკისნეფტეხიმიკის“ ლიდერია. 28 წლის გუნდის კაპიტანმა სეზონში 14 გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირებში მე-4 ადგილზეა. თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში მოხვედრას იმედოვნებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში გავიზარდე, საქართველოს ნაკრების მატჩებს მუდამ ვუყურებ და ვგულშემატკივრობ. იმედი მაქვს, რომ ეს თაობა მსოფლიო ჩემიონატზე გასვლას შეძლებს. იმედი მაქვს, რომ მის ფორმას მეც მოვირგებ. ზაფხულში საქართველოში დასვენებას ვგეგმავ, თუ კოვიდმდგომარეობა არ გაუარესდა“.