რუსეთის პატრიარქი - უკრაინაში კატასტროფა ხდება
რუსეთის პატრიარქი - უკრაინაში კატასტროფა ხდება

რუსეთის პატრიარქის თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი კატასტროფაა. კირილის განცხადებით, კონსტანტინოპოლმა დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო და მოსკოვის საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეიჭრა.

„ჩვენ საქმე გვაქვს ცვილიზაციურ კატასტროფასთან. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ეს ყველაფერი კი, გამოიწვია კონსტანტინოპოლის უკანონო, არაკანონიკურმა და მაშასადამე დანაშაულებრივმა გადაწყვეტილებამ, შეიჭრას უკრაინის ეკლესიის, ანუ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე. უკრაინაში არანაირი გაერთიანება არ მომხდარა“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

კირილის თქმით, უკრაინაში 15 დეკემბერს ჩატარებული გამაერთიანებელი კრება უკანონოა, რადგან ამ პროცესის ლეგალიზაცია მოხდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ, რომელის იურისდიქციაც, როგორც რუსეთის პატრიარქი ამტკიცებს, უკრაინის ეკლესიაზე არასდროს ვრცელდებოდა.

შეგახსენებთ, უკრაინაში გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადეს, რომლის მეთაურადაც 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.