რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ძალოვანი უწყებები“ 10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ“ სწავლებას ჩაატარებენ
რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ძალოვანი უწყებები“ 10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ“ სწავლებას ჩაატარებენ

10 თებერვალს რიწის ტბაზე რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ძალოვანი უწყებები „ანტიტერორისტულ“ სწავლებას ჩაატარებენ. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრზე, რობერტ კიუტიზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამსამხურის თანამშრომლები, ასევე რუსეთის გვარდიისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

სწავლებაში ჩართული იქნება მძიმე ტექნიკა და მყვინთავები.