რუსეთის ნაკრების მორაგბეს დოპინგის გამო სამი წლით აეკრძალა ასპარეზობა #1TSPORT
რუსეთის ნაკრების მორაგბეს დოპინგის გამო სამი წლით აეკრძალა ასპარეზობა #1TSPORT

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების კვაჭი სტანისლავ სელსკი რუსი ათლეტების იმ ვრცელ ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებსაც დოპინგის მოხმარების გამო სპორტული აქტივობა ეკრძალებათ.

„მსოფლიო რაგბის“ მიერ დღეს გავრცელებული ცნობის მიხედვით, სელსკის ორგანიზმში ნივთიერება სახელად კლომიფენი აღმოაჩნდა. აღნიშნული აკრძალული ნივთიერება „მსოფლიო რაგბის“ 2021 წლის ანტი-დოპინგური პროგრამის ჩამონათვალში შედის და მისი გამოყენებისთვის სასჯელი სამი წლითაა განსაზღვრული.

სტანისლავ სელსკის „დათვების“ შემადგენლობაში 40-ჯერ უთამაშია და მან 2019 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზეც მიიღო მონაწილეობა.